საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"მის უწმინდესობას კირილს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!
ამ რთულ დროში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!
ქრისტესმიერი სიყვარულით", - წერია ილია მეორის მილოცვაში.